2025 წლის 15 მაისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ამერიკისმცოდნეობის სტუდენტთა სამეცნიერო წრე, ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტი, ამერიკის შესწავლის საქართველოს ასოციაცია გამართავენ ამერიკისმცოდნეობის სტუდენტთა მე-10 სამეცნიერო კონფერენციას, რომელიც ეძღვნება პროფესორ ვასილ კაჭარავას ხსოვნას.
კონფერენციის თემატიკა ფართოა: ისტორია, პოლიტიკა, საგარეო ურთიერთობები, კულტურა, განათლება, ლიტერატურა, ფილოსოფია, ქალთა საკითხები და ა.შ.
· მოხსენებას შეიძლება ჰყავდეს მხოლოდ ერთი ავტორი;
· მოხსენების წარდგენა შესაძლებელია ქართულ ან ინგლისურ ენაზე;
· კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს აკრედიტირებული უნივერსიტეტების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებს.
გამოგზავნილ მასალებს შეარჩევს კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი.
მნიშვნელოვანი თარიღები:
მასალების მიღების ბოლო დღე: 28 აპრილი, 2025
კონფერენციის ჩატარების თარიღი: 15 მაისი, 2025
კონფერენციის გახსნა: 2025 წლის 15 მაისი, 11:00 საათი, თსუ, ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტი, ოთახი 152 (მე-2 კორპ.)
რეგლამენტი:
მოხსენება – 15 წუთი;
დისკუსია – 5 წუთი;
კონფერენციაში მონაწილეობის მიღებისთვის მომხსენებელმა უნდა გამოგზავნოს:
· მოხსენების სრული სათაური, ავტორის სრული სახელი და გვარი, უნივერსიტეტი, სწავლის საფეხური, კურსი, სასწავლო პროგრამის დასახელება ქართულ და ინგლისურ ენაზე (Microsoft Word დოკუმენტი დაასათაურეთ შემდეგი თანმიმდევრობით: განაცხადი - მომხსენებლის სახელი და გვარი);
· ანოტაცია ინგლისურ და ქართულ ენაზე (Microsoft Word დოკუმენტი, თითოეული 250-300 სიტყვა, შრიფტის ზომა 12, სტრიქონებს შორის მანძილი - 1.5, ქართული ტექსტისთვის ფონტი - Sylfaen, ინგლისური ტექსტისთვის ფონტი - Times New Roman), ანოტაციაში უნდა წარმოაჩინოთ კვლევის სიახლე, აქტუალობა, მიზნები და შედეგები (დაასათაურეთ შემდეგი თანმიმდევრობით: ანოტაცია - მომხსენებლის სახელი და გვარი, მოხსენების სათაური);
· სამეცნიერო ხელმძღვანელის რეკომენდაცია (PDF დოკუმენტი)
საკონტაქტო პირები: ამერიკისმცოდნეობის დოქტორანტი, სტუდენტთა სამეცნიერო წრის თავმჯდომარე ლუკა ჯინჭარაძე და ამერიკისმცოდნეობის დოქტორი, გიორგი ლაბაძე, თსუ, კორპ. 2, ოთახი 152, ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტი, თბილისი, საქართველო.
ელ-ფოსტა: luka.jincharadze200@hum.tsu.edu.ge